თავში

სად წავიღოთ დრო, რომელიც COVID-19-მა გვაჩუქა

სად წავიღოთ დრო, რომელიც COVID-19-მა გვაჩუქა
სად წავიღოთ დრო, რომელიც COVID-19-მა გვაჩუქა

ომის სქილები გაქვთ?! თუ არ გაქვთ, სამწუხაროა, გამოგადგებოდათ. დედაჩემს და მამაჩემს რომ ვუყურებ, ამ ვირუსის არ ეშინიათ, არხეინად არიან სახლში, ჰოდა, ან არც ისეთი საშიშია, როგორიც მგონია, ან იმდენად ბევრი აქვთ ნანახი, აღარაფრად თვლიან ... მაგრამ რა ვქნა,  მე მეშინია.

მე თუ მკითხავთ, ცხოვრება, წესით, ნელა უნდა იცვლებოდეს! ასე, ერთ წამში, არ შეიძლება! ვინმე უნდა მოდიოდეს , მინიმუმ, მეილს უნდა გიგზავნიდეს შინაარსით : „გამარჯობა ქ-ნო, თეონა, ნახევარი წლის შემდეგ, თქვენ ქვეყანაში დაფიქსირდება ვირუსი, სახელად ესა და ეს, რომლის გამოც მოგიწევთ სახლში ჯდომა და გარეთ ცხვირის ვერგაყოფა, პატივისცემით ესა და ეს ... „

მორჩა, გასაგებია, მოემზადები კაცი, პირადად მე, მინიმუმ 6 თვე ვიჯდებოდი ფსიქოლოგის კაბინეტში, ვეცდებოდი და, ალბათ, ისიც დამარწმუნებდა, რომ ამ „ტასკსაც“გავუძლებ და სანერვიულო არაფერია.

ის სიმღერა ხო იცით? - "დილას...დილას... რამდენს... რამდენს... ისევ გაღვიძება ყოველ დილას.."

და მერე ისევ დაძინება, მერე გაღვიძება და მიდის ასე ბანალურად ერთნაირი დღეების წყება.

ასე მგონია, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რომ მხოლოდ ვირუსის დამარცხება არაა დღევანდელი გამოწვევა, ფსიქიკური მდგომარეობის შენარჩუნებაა მთავარი ამბავი იმ რეალობაში, რომელშიც გავიღვიძეთ და ახლა „ნეთფლიქსის“ ფილმივით ვუყურებთ.

ჰოდა, რა მინდოდა, ამჯერად, მეთქვა:

 ცხოვრებამ ახალი გამოწვევები წაგვიყენა და უცხო რეალობას გვთავაზობს, ჩვენც, შესაბამისად, იმპროვიზირებულად უნდა ვიმოძრაოთ. სხვა შემთხვევაში, ყველა შანსი გვაქვს,  ასოციალურები  გავხდეთ. (წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა ეს ყველაფერი 20 წლის უკან მომხდარიყო, ანუ მაშინ, ინტერნეტი და სოციალური ქსელი რომ არ იყო....)

არ ვიცი, ამ ყველაფერს კარგი რა აქვს, მაგრამ მგონია, რომ შანსი გვაქვს, კარგად გავიცნოთ საკუთარი თავი. დავინეტერესდეთ, მართლა რა გვიყვარს , რა გვიხარია, რა არ მოგვწონს .... იქნებ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით, სულაც არ მოგვწონდა.... რა არის ჩვენი და რა "გამოგონილ-მიწებებული" ,- ამის გასარკვევად კორონამ ბევრი დრო მოგვცა. 

პირადად მე,  ონალინ კურსებზე ჩავეწერე და ერთ-ერთ მენტორად დევიდ ლინჩი მყავს. ხანდახან დაჯერებაც კი გიჭირს ადამიანს, ისე დაგვაახლოვა ინტერნეტმა ერთმანეთთან, გენიებთან შეგიძლია,  პირდაპირ კავშირზე იყო. ამას ვერც კი ვიოცნებებდი, ახალი ოცნება სულაც არ მჭირდება.  მთავარია, ცოტა დრო გამოვძენბო და დავტკბე ამერიკელი რეჟისორის მოსმენით.

ბავშობაში წარმოსახვითი მეგობარი მყავდა , რომელსაც თურმე ხშირად ველარპაკებოდი , ახლა მეგობარი აღარ მყავს ( წამოსახვითი, რა თქმა უნდა ) მაგრამ სახლში ხშირად ხმამაღლაც ვლაპრაკობ და სარკეში საკუთარ თავსაც ველაპააკები. :)  არავის დაუჯეროთ, ვინც გეტყვით, რომ ამას არაჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანები აკეთებენ. მთავარია, ზედმეტი არ მოგვივიდეს :) 

 ილაპრაკეთ ხმამაღლა საკუთარ თავთან (მაინც არავინ გისმენთ), დრო ბევრი გაქვთ, ჩამოყალიბდით,  რა მოგწონთ, ან არ მოგწონთ. დაიწყეთ დღიურის წერა, ჩამოწერეთ ყველაფერი,  რაც გაწუხებთ, რაც თქვენს თავს ხდება... ხოლო თუ, თქვენი აზრით, რამე განსაკუთრებული და გენიალური იდეა მოგივათ, იქნებ მეც გამიზიაროთ.  გამომიგზავნეთ და მერე ერთად იქნებ უფრო გენიალური რამ შევქმნათ?!

ახლა კი ისევ შემოთავაზებების დროა : 

პირველი, რასაც გირჩვენთ Entrepreneur store-ს  Online კურსებია, იქ აუცილებლად ნახავთ ისეთ კურსს, რომელიც თავის აღმოჩენაში დაგეხმარებთ.

და რა ვქნათ, თუ კონსპირაციის თეორიები გტანჯავთ, მაგალითად, მთვარეზე მისიის შესახებ, და ფიქრობთ, რომ ამერიკელებმა ეს ყველაფერი სტუდიაში გადაიღეს?  მაშინ,  "აპოლო 11-ის" 1969 წლის მთვარის მისიის დოკუმენტაციაას შემოგთავაზებთ, რომელიც გადაღებულია სპეციალური ფოტოაპარატით უიშვიათესი Hasselblad 500C -ს გადაკეთებული ვერსიით.

და თუ არც Online კურსების გავლა გინდათ, არც კონსპირაციული თეორიები გტანჯავთ და საგანგებო რეჟიმის დროს წიგნების კითხვა გინდათ,  ჩემთვის ბოლო პერიოდში საყვარელ წიგნებს გირჩევთ : 

„ენდი უორჰოლის ფილოსოფია“ -ენდი უორჰოლი

„დასაბამი“ -აიზეკ აზიმოვი

„თამაშები რომელებსაც ადამიანები თამშობენ„- ერიკ ბერნი

„ბილი მილიგანის მრავალი გონება„ -დენიელ კიზი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system