თავში

"სუპერ-ჯადოსნური საკვები" - მითი თუ რეალობა

"სუპერ-ჯადოსნური საკვები" - მითი თუ რეალობა
სუპერ-ჯადოსნური საკვები  - მითი თუ რეალობა

როცა გადავწყვიტე, რომ დიეტებს თავი უნდა დავანებო და სწორად უნდა ვიკვებო, დავიწყე კითხვა. ვისაც გიძებნიათ, იცით, როგორ ამოხტება ძიების შედეგად სიტყვათა შეთანხმება - „სუპერ საკვები“, ჩამონათვალს არ გავყვები, ვრცელი სიაა.... ვიკითხე, ვწერე და ჩემი სიით გავემართე მარაგის შესავსებად. მარტივი არ აღმოჩნდა... ნაწილი პროდუქტებისა საერთოდ ვერ ვიყიდე, დანარჩენის მოსაგროვებლად კი რამდენიმე ადგილას მისვლა დამჭირდა. მერე ვეცადე, მეტი გამეგო ამ "ჯადოსნურ საკვებზე" და შეძლებისდაგვარად ჩამენაცვლებინა.

„სუპერ-საკვები“ - მსგავს განმარტებას არ გააჩნია მეცნიერული დასაბუთება და სიტყვა მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია. ვიცით, რომ ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის მიღება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და თითოეული მათგანიც განსხვავდება შემადგენლობის მიხედვით. მაგალითად, ასე პოპულარული გოჯი ბერისულაც არ ახდენს სასწაულებს. ხილის სხვა სახეობებიც შეიცავს მსგავსი რაოდენობით C ვიტამინს, უჯრედის, ცინკს, რკინას....... მოცვი ყველაზე ახლოა შემადგენლობით, თანაც ადგილობრივი პროდუქტია.

ჩვენი ორგანიზმისთვის კი ვიცით, რომ ყველაზე სასარგებლო ის ხილი და ბოსტნეულია, რომელიც ჩვენ რეგიონში მოდის და თან სეზონურია.

ავიღოთ ჩიას მარცვლები, რომელიც მდიდარია "ომეგა სამით" და სუპერპოპულარობით სარგებლბს, იგივე შემადგენლობა აქვს ორაგულს და მიუხედავად იმისა, რომ ჩიას მარცვლებში მისი შემცველობა უფრო მეტია, იგი განსხვავდება თევზში არსებული "ომეგა სამისგან" და ორგანიზმიც უფრო ნაკლებს ითვისებს. სეზამის მარცვლებიც შეგვიძლია მივიღოთ მარტივად, სალათებზე მოყრით, ან სმუზიში დამატებით. ასევე, თუ დილას არ გვინდა მივირთვათ ჩიას პუდინგი, შეგვიძლია, ბოსტნეული ტაჰინით, ან ორაგული მივირთვათ სადილად.

შორს წაგვიყვანს ყველა პროდუქტის ჩამოთვლა. მნიშვნელოვანი იმის გააზრებაა, რომ არ არსებობს ერთი პროდუქტი, რომელიც ჭრის ამა თუ იმ პრობლემას. ჯანსაღი ცხოვრება არის კომპლექსური და საკმაოდ რთული საკითხი. მითუმეტესს, დღევანდელ დროში, როცა გარემო და საკვები დაბინძურებულია.  "სუპერ-საკვების" მოყვარულები ამბობენ, რომ ესა თუ ის ნივთიერება რომელიც გარკვეულ საკვებში შედის აუმჯობესებს ხედვას, გვარიდებს კიბოს წარმოქმნას და გვეხმარება წონის კლებაში. საუბარია პროდუქტში შემავალი ინგრედიენტის მოქმედებაზე და არა თავად პროდუქტზე.

მაგალითად მოვიყვანოთ ფორთოხალი, როგორც C ვიტამინის საბადო. არც მე ვიცოდი, რომ წითელ წიწაკაში სამჯერ მეტი C ვიტამინია, ხოლო ბროკოლში კი დაახლოებით ორჯერ მეტი, კივისა და მარწყვშიც კი C ვიტამინის შემცველობა მეტია ვიდრე ფორთოხალში.

არსებობისთვის ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება მარტივი და რთული ნახშირწყლები, სხვადასხვა ცხიმები, ამინომჟავები, ვიტამინები და მინერალები. რეკომენდებულია მივიღოთ ახალი ხილი და ბოსტნეული, თხილეული, მარცვლეული, პარკოსნები, და არ გადავამეტოთ რაოდენობებს.

საუკეთესო რჩევაა, უკეთ გავიცნოთ საკვები რასაც მივირთმევთ და თავად დავარეგულირებთ ჩვენს დღიურ რაციონს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system