თავში

თიმოთი ლირი - იძულებითი სიკვდილის გონივრული ალტერნატივები

თიმოთი ლირი - იძულებითი სიკვდილის გონივრული ალტერნატივები
თიმოთი ლირი - იძულებითი სიკვდილის გონივრული ალტერნატივები

თარგმნი: ზურა ჯიშკარიანი (დილლა)

ხალხის უმრავლესობა სიკვდილის გარდაუვალობაზე ფიქრისას სრულ უსუსურობას, მორჩილებას და შიშს გრძნობს. ადამიანის ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ხალხის მიერ გამოვლენილი ამგვარი თვინიერება და უცოდინრობა საშინლად აღმაშფოთებელია.


დღესდღეობით არსებობს უამრავი მეთოდი, რომელიც კვდომის პროცესის მართვის საშუალებას იძლევა. კაცობრიობის მთავარი და გამოუსწორებელი შეცდომა, ალბათ არის ის თუ როგორი პასიური უშუალობით ხვდება ადამიანი სიკვდილს, და ის, რომ არ არსებობს ინფორმაცია საკუთარი კვდომის მართვის მეთოდების შესახებ.

მრავალი ათასწლეულის განმავლობაში სიკვდილის შიში ადამიანში იწვევდა საკუთარ თავში დაურწმუნებლობას და აძლიერებდა მის დამოკიდებულ მდგომარეობას ხელუსუფლების მიმართ. თუმცაღა ოჯახური თუ რასობრივი გენოფონდის ცალკეულ წარმომადგენლებს ეძლეოდათ უფლება სიკვდილის წინ საკუთარი ცხოვრებისეული წარმატებებით ეამაყათ. ეს იყო და ეს. მაგალითად, დაახლოებით 1600 წელს, ფეოდალური საზოგადოების აყვავების ეპოქაში, ჩინელმა ფილოსოფოსმა ლი-ცზიმ დაწერა ესე, რომელშიც ჩამოთვალა “სიკვდილის ხუთი ხერხი”:

1) სიკვდილი შესაბამისი მიზეზის შედეგად
2)სიკვდილი ბრძოლისას
3)წამებულის სიკვდილი
4) სიკვდილი როგორც ერთგული მოსამსახურე, რომელიც თავს არასამართლიანად დაგესხა
5) ნაადრევი სიკვდილი კარგი საქმის დასრულების შემდეგ


ხელისუფლების განცხადებით „ღირსეული“ ცხოვრების მიზანი და შინაარსი ხელისუფლების მორჩილება იყო. თუ შენ როგორც ინდივიდუალობამ შენი ცხოვრება გენოფონდის მსახურებას შესწირე, მაშინ ლოგიკის მიხედვით, სიკვდილი _ ეს არის უკანასკნელი, დამამთავრებელი ეტაპი, როცა შენ საბოლოოდ წირავ მსხვერპლად შენს ინდივიდუალობას.

მაგრამ ჰუმანისტისთვის, რომლისთვისაც ხელშეუხებელია ინდივიდუალობის წმინდა როლი, ასეთი ტრადიციული პერსპექტივები სრულიად მიუღებელია. მოდით გულახდილად ვილაპარაკოთ. როგორ შეიძლება იამაყო წარსული მიღწევებით, მაღლა გეჭიროს თავი აწმყოში ან ენთუზიაზმით მიიწევდე მომავლისკენ, როცა იცი რომ, სადღაც მოსახვევში აუცილებლად გელოდება სიკვდილი ცელით ხელში. როგორი პიარ-სამუშაო ჩაატარეს სიტყვათა შემქმნელებმა იმისთვის, რომ სიკვდილთან დაკავშირებულ ცნებებს მოქონდეთ ისეთივე ველური შიში, როგორც საშინელებათა ფილმს, რომელსაც საუკეთესო ეთერულ დროს ანახებენ. სამარე. სიკვდილი. სულის ამოხდომა. დაშლა. ნეკროლოგი. ამინ!


დააკვირდით რა კარგადაა გათვლილი სიკვდილის ფრაზეოლოგია[ნეგატიურობა]. „მოკვდე“ ნიშნავს: სული ამოგხდეს, მტვრად იქცე, იქცე ფერფლად, გვამად, ლეშად, მატლების საკვებად. ცხოვრების თამაშის რა საშინელი დასასრულია!

სიკვდილის შიში წარსულში - ევოლუციური აუცილებლობა იყო


წარსულში უმაღლესი ხელისუფლების[ტოპ მენეჯმენტის] (ანუ მათი, ვინც ცალკეული გენოფონდების სოციალურ მართვას ახორციელებდა) რეფლექსური გენეტიკური მოვალეობა იყო : აეძულებინათ ხალხი, რომ ეგრძნოთ სისუსტე და უძლურება სიკვდილის სახის წინაშე. ერის (ხალხის) გადარჩენას უზრუნველყოფდა მისი წარმომადგენლების მსხვერპლად გაღება.

ადამიანს მორჩილებისთვის აჯილდოვებდნენ. გენოფონდის ერთგული მსახურებისთვის მას პირდებოდნენ უკვდავებას საიქიო ცენტრში, რომელიც სხვადასხვა კულტურაში ცნობილია სამოთხის, ცის ან ღმერთის სამეფოს სახელით. იმისათვის რომ ხალხის ლოალობა შეენარჩუნებინათ, ხელისუფლებას უწევდა „კვდომის რეფლექსების“ გაკონტროლება და ისეთი მექანიზმები-სტიმულების ორგანიზება, რომლებიც ტვინში „სიკვდილის კონტურების“ გააქტიურებას უწყობენ ხელს. ეს ხორციელდებოდა სხვადასხვა რიტუალებით, რომელთა შედეგად ხდებოდა ბედისადმი დამოკიდებულების და მორჩილების გრძნობების იმპრინტირება.


შესაძლოა, ჩვენ უკეთ გავუგებთ იმპრინტირების მექანიზმს თუ დავაკვირდებით „რიტუალების“ იმ კრებულს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანურ სკებში ჩასახვისა და წარმოების რეფლექსები იმართება. მხედველობაში მაქვს ნაყოფიერების რიტუალები (უფრო სწორად, განაყოფიერების რიტუალები).

საზოგადოებრივი აპარატის მიერ დამკვიდრებული კონტროლის მექანიზმები ორივე შემთხვევაში ერთნაირია. მოდით „სისტემას“ გარედან შევხედოთ, უცხო დამკვირვებლის თვალით, ეს იმისთვის რომ მკვეთრად განვასხვავოთ და ვნახოთ ყველაფერი ის, რაც როგორც წესი თვალთახედვის არიდან გვიქრება.

ყოველი გენოფონდი მის მოზარდ თაობას თავს ახვევს მორალს, წესებს, ტაბუს, ეთიკურ წანამძღვრებს, რომელთა მეშვეობითაც მართავს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს – სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეხვედრის მომენტს. სექსუალური აგზნების გენეტიკური მექანიზმის ინდივიდუალური მართვა ყოველთვის საფრთხეს უქმნის 'სკურ' შეჯვარებას.

(ფუტკრების სკას გულისხმობს ამხანაგი თიმოთი)

პირველყოფილ-თემურ და ფეოდალურ საზოგადოებებში განაყოფიერების ყველა რიტუალი („საქორწილო ცეკვები“, პაემნები, კონტრაცეპციები, აბორტი) უკიდურესად გამარტივებულია. პერსონალურ ნოვატორობას სასტიკად კიცხავენ და ეწინააღმდეგებიან. ინდუსტრიალური დემოკრატიის საზოგადოებებში სექსუალური თავისუფლების დონე ოდნავ მაღლდება, მაგრამ ჩინეთის ან ირანის მაგვარ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში პურიტანული მორალი მტკიცედ აკონტროლებს შეჯვარების რეფლექსებს. ჩინელი დიქტატორის მაოს მმართველობისას აკრძალული იყო „სასიყვარულო რომანები“, იმიტომ რომ ამით ხალხში იკლებდა სახელმწიფოსადმი ფანატური ერთგულება.

თუ ახალგაზრდა ხალხი თვითონ გადაწყვეტს ვისთან და როდის „ქონდეთ სიყვარული“(ვისთან „შეჯვარდნენ“), მაშინ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ განაყოფიერება მოხდება სკის გარეთ, ხოლო იქ, შეხედავ და ახალგაზრდები გადაწყვეტენ თავად მართონ თავიანთი ცხოვრება და არ მოუნდებათ საკუთარ შთამომავლებში გენოფონდისადმი ბრმა ერთგულების აღზრდა.


„კვდომის რეფლექსებს“ სოციალური იმპრინტირების ბევრად უფრო მკაცრი რიტუალები უჭერენ მხარს. სიკვდილის შიშის „წახალისება“, რომელსაც ახორციელებდა სკა, ითვლებოდა თავისთავად გათვალისწინებულ რამედ ყველა პრე-კიბერნეტიკულ კულტურაში.

წარსულში, ინდივიდუალობის კონსერვატორული დეგრადაცია ევოლუციური "სიკეთე" იყო. სახეობათა სტაბილურობის ეპოქებში, როცა ყალიბდებოდნენ და საბოლოო სახეს იღებდნენ თემური, ფეოდალური და ინდუსტრიალური ტექნოლოგიები -- სიბრძნე[ცოდნა,ინფორმაცია] დაგროვილი იყო საერთო გენეტიკურ ბასეინში, ინახებოდა კოლექტიურ ლინგვისტურ ცნობიერებაში, სკის[მასების] რასობრივ მონაცემთა ბაზაში.

იმ მიზეზით, რომ ინდივიდის ცხოვრება იყო ხანმოკლე, სასტიკი და უაზრო, ცალკე აღებული ადამიანის ყველა ცოდნა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. სამყარო ისე ნელა იცვლებოდა რომ ცოდნის შენახვა მხოლოდ გენოფონდის [საერთო] კულტურაში იყო შესაძლებელი. პერსონალური ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის ტექნოლოგიების არარსებობის გამო ცალკეული ადამიანი უბრალოდ ზემეტად ნელი იყო და არაფერს ნიშნავდა გენოფონდის კულტურაში. კოლექტივის ერთგულება ითვლებოდა სიკეთედ, შემოქმედებას და ინდივიდუალიზაციას უყურებდნენ როგორც გარყვნილებას, უცნაურობას, მუტანტების სიგიჟეს. მხოლოდ სოფლის იდიოტები აძლევდნენ თავს დამოუკიდებლად ქცევის და ქაოტური, არასანქცირებული აზროვნების უფლებას.

ფეოდალურ და ინდუსტრიალურ ეპოქებში ხელისუფლება აძლევდა მოტივაციას და აკონტროლებდა ხალხს, სიკვდილის შიშის სწორი მანიპულირებით. დღეს პოლიტიკოსები იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს არმიის, პოლიციის და სიკვდილით დასჯის მეშვეობით. ორგანიზებული რელიგია საკუთარ ძალაუფლებას და სიმდიდრეს ინახავს სიკვდილის შიშის დანერგვით და კულტივირებით. რომის პაპსაც, აიათოლასაც და პროტესტანტ-ფუნდამენტალისტებსაც კარგად ესმით, რომ არანაირად არ უნდა იქნეს დაშვებული, რომ ხალხი დამოუკიდებლად დაეუფლოს და ისწავლოს საკუთარი კვდომის პროცესის მართვა. აკრძალულია ფიქრიც კი კიბერნეტიკული პოსტბიოლოგიური გონის არსებობის შესახებ და უკვდავების ინდივიდუალური პილოტირების შესახებ. რელიგიებმა ჭკვიანურად მოახდინეს კვდომის რიტუალთა მონოპოლიზირება რათა გაეზარდათ კონტროლი ცრურწმენებზე. მთელი ისტორიის მანძილზე სასულიერო პირები ექიმებთან ერთად დასტრიალებენ მომაკვდავ ადამიანებს როგორც ძერები. სიკვდილი მათ ეკუთვნით.


ჩვენ სისტემატურად გვაპროგრამებენ, თუ როგორ უნდა მოვკვდეთ. საავადმყოფოები დაკომპლექტებულია სასულიერო პირებით, რელიგიური ორდენების მთავრებით, მღვდლებით და რაბინებით, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს აგიგონ წესი. ყოველ სამხედრო ქვედანაყოფში ყავთ საკუთარი მღვდელი, რომელიც შეასრულებს საჭირო წესს მკვდარი მეომრისთვის. საშინელი კატასტროფაა? დაუძახეთ ექიმებს! დაუძახეთ მღვდლებს!

ინდუსტრიულ საზოგადოებაში ყველაფერი დიდი ბიზნესის ნაწილად იქცევა. სიკვდილი შეიცავს არსებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს,სამედიცინო სფეროს, დამკრძალავ ბიუროებს,სასაფლაოებს,დამკრძალავ რიტუალებს.. რელიგიური მონოპოლია და ხელისუფლება გაცილებით ეფექტურად აკონტროლებს კვდომას და მკვდრებს ვიდრე ცხოვრებას.

ეკლესიის მამები მოუთმენლად ეკიდებიან იმ მათთვის საფრთხის შემქმნელ აზრს, რომ ადამიანს აქვს ცოდნა და შესაძლებლობა გააკეთოს ინდივიდუალური არჩევანი კონტრაცეპციის, ორსულობის, სინჯარული ჩასახვის და აბორტის საკითხებში. ორთოდოქსალური მწყემსები ანათემას გადასცემენ ყველაფერს, რაც უკავშირდება ექსპერიმენტებს უკვდავებასთან. თვითმკვლელობას, საკუთარი ნებით სიკვდილის უფლებას, ევთანაზიას, სიცოცხლის გახანგრძლივებას, ოკულტურ გამოცდილებას, ასტრალურ მოგზაურობებს, ლეთარგიული ძილიდან ანუ კომიდან გამოსვლას, უცხოპლანეტელებთან შეხვედრას, კრიოგენურ გამოკვლევებს, სპერმის, კვერცხუჯრედების და დნმ-ს ბანკების(საწყობების) შექმნას, ასევე ხელოვნური ინტელექტის შექმნის ტექნოლოგიას.

რატომ? იმიტომ რომ თუ სამწყსოს არ ეშინია სიკვდილის, მაშინ რელიგია და პოლიტიკა კარგავენ აზრს, გენოფონდის ძალაუფლება საფრთხეშია. ხოლო როცა გენოფონდზე კონტროლი სუსტდება, წესისამებრ ჩნდებიან სახიფათო გენეტიკური სიახლეები და მუტაციური ხილვები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system