თავში

წონაში დაკლება გინდათ და დიეტა არ გშველით? - ეს უნდა წაიკითხოთ

წონაში დაკლება გინდათ და დიეტა არ გშველით? - ეს უნდა წაიკითხოთ
წონაში დაკლება გინდათ და დიეტა არ გშველით? - ეს უნდა წაიკითხოთ

„ხუთი კილო სამ დღეში“ ,- ისე მიმზიდველად ჟღერდა, რომ დავიწყე დიეტა - ფაქტიურად შიმშილი. ხუთი დღის ბოლოს სასწორზე მინუს სამი კილო იყო, მეშვიდე დღეს კი - პლიუს ორი. რა თმა უნდა, უჯრედული სითხე ისევ დაბრუნდა. შემდეგ შევცვალე საძიებო სისტემა, გავეცანი უამრავ ინფორმაციას და იმ ეტაპისთვის ახალი და კარგად გამოცდილი ერთ ერთი დიეტა დავიწყე. დაახლოებით, რვა წლის ამბავს ვყვები... გავიდა ერთი თვე - სწრაფად მომატებული კილოგრამები კი დავიკელი, მაგრამ რამდენიმე კილო, რომელიც მეზედმეტებოდა ისევ ჩემთან იყო. თითო კილოს თითო კვირა ვებრძოდი.

ცოტა ხანში, ვეღარც ვიკლებდი, რადგან გაუთავებელი დიეტებით ჩემი მეტაბოლიზმი ისე შენელდა, რომ გადარჩენისთვის ბრძოლაღა შეეძლო. სხეულის მასის ინდექსი ნორმაში იყო, მაგრამ ჩემთვის ეს არ იყო საკმარისი. გულის წასვლამდე მისვლა და მთელი დღე შიმშილი ნაცნობია ჩემთვის...... და არავისი მესმოდა, სარკეში ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი, რატომ თვლიდნენ, რომ ნორმალური წონა მაქვს (ეხლაც მიტევს მსგავსი აზრები პერიოდულად). ისიც ვისაც ყველაზე მეტად ვეპრანჭებოდი, დაღლილი ჩემი გაუთავებელი წუხილით, რა თქმა უნდა, მეუბნებოდა, მთავარი რამდენიმე კილოთი ნაკლები ყოფნა კი არა სწორი, ჯანსაღი ცხოვრება და დამოკიდებულება რომაა საკუთარი თავის, საკუთარი ორგანიზმის მიმართ, იგი ხომ დიდხანს უნდა მემსახუროს...... მესმოდა ? - არა. ის კი ვარჯიშობდა და ვხედავდი, როგორ არ ითვლიდა გრამებს, უბრალოდ, იკვებებოდა ზომიერად და ფიზიკურად აქტიური იყო. მისი მეტაბოლიზმი მუშაობდა გამართულად, არ იყო დაზოგვის რეჟიმში თვითგადარჩენის შიშით. მე კი მაინც ჯიუტად გაუთავებლად ვშიმშილობდი, და ერთხელაც როცა ტელეფონში აპლიაკციის საშუალებით ვნახე, რომ მხოლოდ ორასი მეტრი მქონდა გავლილი დღის განმავლობაში, შემეშინდა.......დადგა, ალბათ, ის გარდამტეხი მომენტი, როცა თვეების ან რამდენიმე წლის განმავლობაში, ისმენ რეალობას და არ იღებ. მერე ერთი ბიძგი გინდა და ყველაფერი ლაგდება. ხოდა გადავწყვიტე ჯერ სიარულით დამეწყო......სწრაფი სიარულით და არა სეირნობით.

ჰოდა, ერთ დილასაც ავედი კუს ტბაზე. ასე სწრაფი სიარული სირბილში გადაიზარდა, ამასობაში დღე დამოკლდა და ასე სირბილით მივედი სპორტ-დარბაზამდე ....... როცა მითხრეს, რომ პროგრამა უნდა დაეწერათ გავაპორტესტე - მარტო ბილიკი მინდათქო.... მაგრამ თურმე სადაა ეგრე და დამიწერეს პროგრამა. ძალიან რთული იყო, მაგრამ დილის ვარჯიშის მერე უფრო ენერგიული ვიყავი დაღლის ნაცვლად, საღამოს ვარჯიშის მერე კი „ვალმოხდილი“ და სასიამოვნოდ დაღლილი ვიძინებდი. კალორიებსაც ვითვლიდი და აშკარად შემეტყო. წონაში არ იყო დიდი სხვაობა - სასურველი რამდენიმე კილოს მხოლოდ ნახევარი. მაგრამ ტანსაცმელი გამიდიდდა და ფორმებიც ოდნავ შეიცვალა. და რაც უმთავრესია ჩემთვის - აღარ ვცხოვრობ მუდმივ სტრესში - აღარ ვდგები სასწორზე ყოველ დილით და რამდენიმე გრამის (!!) სხვაობა, ან ერთ დონეზე გაჩერებული წონა სასოწარკვეთაში არ მაგდებს. რამდენიმე კილო არაფერს ცვლის, მთავარი ჯანსაღი მიდგომებია - გავიგე როგორც იქნა წლების მერე! 

დაახლოებით ერთი წელი გავიდა. ჰოდა, მასთან რომელიც მეუბნებოდა, რომ მთავარი ვარჯიშია, ვგზავნი ხოლმე ფოტოებს ხან დილის დარბაზიდან, ხან ვარჯიშიდან, ხან გარბენილ კილომეტრებს. მე თვითონ მიკვირს და მიხარია ეს ცვლილება და ვგრძნობ წინ კიდევ მრავალი აღმოჩენა მელის.ხოლო დილის ვარჯიში სუფთა ჰაერზე საყვარელ ადამიანთან ერთად ჩემთვის ახლა ისეთივე სასიამოვნოა, როგორც გემრიელი ვახშამი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system