თავში

ზაფხულში არასწორად იკვებეთ? მაშინ ეს უნდა წაიკითხოთ

ზაფხულში არასწორად იკვებეთ? მაშინ ეს უნდა წაიკითხოთ
ზაფხულში არასწორად იკვებეთ? მაშინ ეს უნდა წაიკითხოთ

უნიკალურია ჩვენი ორგანიზმი და ჭკვიანი, თვითგადარჩენის კოდი დევს მასში, რის გამოც შლაკებისა და ტოქსინების განწმენდის უნარი ბუნებრივად გააჩნია. არ არსებობს არანაირი ჯადოსნური პროდუქტი, რომელსაც მივიღებთ და სასწაულებრივად გაიწმინდება ჩვენი ორგანიზმი. ჯანსაღი ცხოვრების წესი, იმიტომაცაა წესი, რომ ის მუდმივია და არ აქვს კონკრეტული ვადა. პერიოდულად, დღესასწაულებზე, საზაფხულო დასვენებისა და მოგზაურობისას უფრო ხშირად მოვიხმართ გამაგრილებელ, გაზიან, ალკოჰოლიან თუ უალკოჰოლო სასმელს, სწრაფ, დაუბალანსებელ საკვებს, ხანგრძლივი შენახვის ვადის მქონე პროდუქტს. არაუშავს - ვამბობ მე და არ ვღელავ, ჩემთვის ამ დროს მთავარია რაოდენობა ვაკონტროლო. ეს მეხმარება წონის და ფორმის შენარჩუნებაში. ამ მოკლე პერიოდში, მცირე ცვლილებები კვებაში ვიცი მთლიან სურათს არ შეცვლის და როცა ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები კვებასაც დავაბალანსებ.

ჯანსაღი ცხოვრების წესში შემავალი კომპონენტები ხომ ისედაც ვიცით:

შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტების მცირე რაოდენობით მიღება;

ყოველდღიური რაციონის შევსება ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვებით;

წყლის მიღება;

ვარჯიში;

ძილი;

ვარჯიში და წყლის მიღება დავიტოვეთ დასვენების დროსაც. ანუ დაგვრჩა საკვების დაბალანსება და ძილი. ხოდა თუ პირველი ორი არ გამოვტოვეთ და საკვების რაოდენობაც ვაკონტროლეთ, ზედმეტი კილოგრამები არ აისახება სასწორზე და საჭიროა მხოლოდ საკვები რაციონი და ძილის რეჟიმი მოვაწესრიგოთ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ რამოდენიმე ზედმეტი კილოგრამი ჩამოვიტანეთ დასვენებიდან არც ეგ არის პრობლემა, ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნება და სწორი კვება თავისთავად გააქრობს დასვენების „ზედმეტ“ კვალს

ხილის სმუზები კარგი წასახემსებელია და ამავე დროს ვიტამინების მიღების მარტივი საშუალება. შემოდგომა მდიდარია სეზონური და ადგილობრივი ხილით, რაც ყველაზე მეტად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

შემოგთავაზებთ ჩემ საყვარელ რამოდენიმე რეცეპტს წასახემსებელი სმუზებისთვის.

კენკრის და ბანანის სმუზი

კენკრა სხვადასხვა - 130 გრ.

ბანანი - 1 ც.

გაწურული მაწონი ან ვანილის იოგურტი - 130 გრ.

თაფლი - 1 ჩ.კ.

ტკბილი მიქს სმუზი

ლეღვი - 2 ც.

ატამი - 1 ც.

ბანანი - 1/2 ც

რძე - ხილი რომ დაფაროს

შეგიძლიათ ასევე მოაყაროთ გრანოლა, მიუსლი ან ცოტა თხილეული

ქლიავის და შოკოლადის სმუზი

მწიფე ქლიავი - 3 ც.

ბანანი - 1/2 ც.

რძე - 150 გრ.

ჩიას მარცვალი - 1 ჩ.კ

კაკაო - 1 ს.კ

დარიჩინი - 1/2 ჩ.კ

ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გემრიელ და ჯანსაღ წახემსებას გისურვებთ!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system