თავში

ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 04 - ბლოგი

ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 04 - ბლოგი
ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 04 - ბლოგი

                                                                                                                                                                                                            

34 - გემების სირენები გადაუდებელი მოწოდებაა საბოლოო, საკრალური აქტისთვის, განსაკუთრებით ქალაქებში სადაც არ არის ზღვა

35 - ჩვენ ვიცით შელოცვები და პროგრამული ენები, იარაღის გადატენვა და დიონისური ცეკვები ექსტაზისა.სახელმწიფო გადატრიალების ანბანი და მედიტაციები სიცარიელეზე. შეიძლება ითქვას, რომ მზად ვართ

36 - როცა დამარხავ დედას და გახდები კიბორგი

37 - საუზმეზე აფთიაქი ვჭამეთ, ვახშმად - ლევიათანი - ჰუმანიტარული დახმარება.

38 - იმ ბავშს თითქოს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ მხოლოდ მარსივით წითელი სისხლი ამოსდიოდა პირიდან და ედებოდა ფერმკრთალ სახეს. გარშემო იყო დაისის სრული სიჩუმე: მხოლოდ რამდენიმე მიტოვებული საბჭოთა ქარხანა და გვიანდელი შემოდგომა.

39 - საომარი ქმედებები ედემის მისადგომებთან. ჩვენ იქ ვიყავით. დედას გამოსახულებიანი მედალიონებით ვიყავით. გახსოვს?ჩვენ იქ დავეცით.

40 - ქაოსის მამაპაპათაგან დატოვებული პალეოლითური ქარხანები ვერ აწარმოებენ მგელ-ანგელოზებს სინათლის ხასიათით, რომელთა საწოლებს ახსოვდათ ანგელოზების სითბო, გაოფლილი ფრთების სუნი, რაღაცით ქათმებისას რო წააგავს და სულში სოფლების სიმშვიდეს გიღვრის.. 3კილოვატიანი ბრძოლის ყიჟინა სტერეო ეფექტით, იარაღის სიმძიმის შეგრძნება გააფთრებულ ხელში. მათ სახეებს არ ქონდათ კეფა და მიტოვებულ გზაჯვარედინებზე ისინი ყოველთვის ოთხივე მხარეს იხედებოდნენ.

41 - ბრაკონიერები ძირს აგდებენ გადამფრენ ანგელოზებს, სასიხარულო მესიჯები რომ მიაქვთ შორეულ ზამთარში ჩაფლობილი სოფლებისა თუ სინათლის ხასიათით ცნობილი მეგპოლისებისთვის. კალაშნიკოვებით ყრიან მათ ძირს, ფრთები გააქვთ შავ ბაზარზე გასაყიდად.

42 - როცა გრძნობ, ვიღაც დგას კართან, მაგრამ კაკუნი არ ისმის

43 -” ვერცხლისწყალი “სუბტროპიკი” ანანასის არომატით პატარა ურჩი ბავშვებისთვის. ინსომნიის შუქურები, ბუნდოვანი ვერცხლის ბრასლეტი. და გარესამყაროს ხმები დაგუბებულ ექოდ..

სიზმრების ჭაობი. არაფერი. არაფერი. დილის დაცემა ჭერივით. ეს ყველაფერი ციფრების მონაცვლეობაა, უზომოდ დიდი მონაცვლეობა, უზომოდ სწრაფი. ციფრების მდინარე გაივლის შენს ტვინს -- ნუ შეეცდები ამ ციფრებიდან აზრი გამოიტანო. გენეტიკური რობოტი გატეხილი ფუნქციებით. ერთი ღამე სასტუმრო “მარადიული სიყვარული”-ს ლიუქსში.სველი პატარა ქალაქები მატარებლის გასწვრივ. მარტო. მარტო. ამდენი სახე, ამდენი ხმა -- უბრალოდ ექოა შენი სიზმრის. პროგრამა ბრმად მუშაობს, ნუ ცდილობ მისი “აზრის” გაგებას. მკვდრები არიან შენი საუკეთესო მეგობრები. ცოცხლები არიან შენი საუკეთესო მეგობრები.” ნუ წერ - დაიძინე.პატარა სიკვდილის დოზები -- ვალერიანის ექსტაქტით..

ყველაზე შორი ვარსკვლავი ცაში. ღრუბლები ყლაპავენ კორპუსების ზედა სართულებს. რეინკარნაციული დოსიე შენზე -- რეინკარნაციული ბიბლიოთეკის განყოფილებაში.

44 - თბილი წინასწარმეტყველი ლოგიკურია პოლიცია ეფუძნება ხაზს მიყევი ყნოსე

ბარიკადების ინკუბატორში მითიური რეჟიმის მხარეს ეს უსაზღვრო ახალშობილი, ეს აქტუალური ახალშობილი - რა უდროოდ გაჩნდა - უგზოუკვლოდდაბადებული ჩრდილივით უსაზღვრო ომში

მასშტაბების ფიქცია ნებისმიერს დაღლის,”სიმულაკრებში რესურსი ყვირის” - იმეორებენ ნეირომარკეტინგის დეპარტამენტში, “ქართველი ნონკონფორმისტი პრეზიდენტს იმოწმებდაო” - ხალხური ანდაზა, ცეცხლი ყლეზე, ძეგლივით წაქცეული მერცხლები. მოსახლეობას ღმერთის მიმართ კითვები გააჩნია. 5 წუთში ხელისუფლება იწყება -- აანონსებს ტელეწამყვანი.

“სერაფიმები გამოძახებით, ჩუმად დეიდა სუბოტექსი მოვიდა.

ღამის ქალაქების ასი უმუშევარი - ყველა შენი ნათესავია, ყველა შენი მოდგმა. ბოლო ღერი vs გრძელი ღამე, ფსონები მიღებულია. ჭამე თოვლი, ჭამე თოვლი.თოვლი ჯობია მძღნერის ჭამას.”

45 - “წარმოადგინეთ პირადი ნომერი და მოკლე CV, თავისუფალი ვიზიტის საათებს მალე შეგატყობინებთ” - ამბობს მცველი ღმერთეის კორპორაციაში.

46 - სიკვდილამდე რამოდენიმე წამით ადრე იწყება ტიტრები, იქ ჩანს ვინ რა როლს თამაშობდა შენს ცხოვრებაში. ჩვენ ვერ გავაუქმებთ სიკვდილს(ჯერ), მაგრამ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ტიტრებზე

47 - ააბა – არამიწიერი არა-ბიოლოგიური არსებები

ნმშკ – ნორმალურ მოვლენათა შემსწავლელი კომიტეტი

რადიოშიშინის კოლექტიური მოსმენა

ამოუცნობი მფრინავი თეფშების დაღუპული პილოტების მემორიალი

თბილისის თრეშ კურიერი

წყალქვეშ ჩასახულ ბავშვთა სკოლა

ტელეპორტაციების ინსტიტუტი

ექსპერიმენტალური თეოლოგია

ემბრიონალური სიზმრების ანალიზი

ცხოვრებისეული მონტაჟის ახალი ხერხები

განზომილებების სინქრონიზატორი

სიმარტოვის ბარომეტრი

გენეტიკური პასპორტი

ელექტრომაგნიტური ალერგია

48 - სიონში მივალ არალეგალური ბაღით!შეხედე, მარიამ! ღამენათევი ტიფლისი,წარღვნამდე სააათი ორი. ჰაკერი განსხვავებული სისხლით უცხოპლანეტური რეალობის შიზოანალიზი. დიდება ევოლუციის მოდელირებას კომპიუტერში, ატარებ რა მათ გზითა რეკომბინაციის, ადაპტაციისა და მუტაციისა – გადარჩენისთვის.

49 - კვებო საკუთარი ეგო. კვებო დემონები საკუთარი და ანგელოზები კვებო ცალკე კიდე. ხალხი კვებო, ნაცნობები კვებო და უცნობები. რამდენი ძალისხმევა სჭირდება, რამდენი დრო. ღმერთები კვებო ცალკე.

სულყველას შია.

აბა თქვი "არა" და ნახე რა მოხდება

საბოლოო ინსტურუქციები 01

საბოლოო ინსტრუაციები 02

საბოლოო ინსტრუქციები 03

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system