თავში

13 წლის გოგომ 30 წლის კაცი გარყვნილ ქმედებაში ამხილა

13 წლის გოგომ 30 წლის კაცი გარყვნილ ქმედებაში ამხილა
13 წლის გოგომ 30 წლის კაცი გარყვნილ ქმედებაში ამხილა

13 წლის გოგომ გარყვნილ ქმედებაში 30 წლის მამაკაცი ამხილა. არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული მამაკაცმა აღდგომის დღესასწაულზე ჩაიდინა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

გაირკვა, რომ 30 წლის მამაკაცი გარყვნილი ხასიათის ქმედებას სხვა არასრულწლოვნებთანაც სჩადიოდა ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ.

როგორც ცნობილია, 30 წლის მამაკაცი 2020 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, საქართველოში კი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა.

„კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ამჟამად ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system