თავში

15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმე - დაკავებულია პოლიციის მაღალჩინოსანი

15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმე - დაკავებულია პოლიციის მაღალჩინოსანი
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმე - დაკავებულია პოლიციის მაღალჩინოსანი

15 წლის მოზარდის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო ინსპექტორმა გააკეთა. მისი თქმით გამოძიების ფარგლებში გამოკითხა 70-ზე მეტი მოწმე. ასევე დათვალიერდა პოლიციის განყოფილებაში არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. სახელმწიფო ინსპექტორის თქმით გამოძიება გრძელდება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვან ლ.ს.-ს მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

10 დეკემბერს "112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. როგორც ცნობილია გამოკითხვის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. 

მოზარდი რამდენიმე საათის წინ იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა. ექიმები 45 წუთი ცდილობდნენ მის რეანიმაციას თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system