თავში

16 წლის ბიჭმა 19 წლის თანასოფლელი მოკლა - არასრულწლოვანი დაკავებულია

16 წლის ბიჭმა 19 წლის თანასოფლელი მოკლა - არასრულწლოვანი დაკავებულია
16 წლის ბიჭმა 19 წლის თანასოფლელი მოკლა - არასრულწლოვანი დაკავებულია

პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა . დაკავებულია 1 პირი - ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. დამნაშავეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 2001 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"
- აცხადებენ სამინისტროში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system