
ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ერთ-ერთია 19 მძევალს, შორის, აცხადებს, რომ გამტაცებლის მოთხოვნა არის ნახევარი მილიონი ნაღდი ფული და უსაფრთხო კორიდორი.
მისი თქმით, ამისთვის გამტაცებელმა 2 საათიანი დრო მისცა სამართალდამცველებს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიარაღებული პირი მძევლების დახოცვას დაიწყებს.
"თუ 2 საათში არ შესრულდება მოთხოვნები, რომლიც გამტაცებელმა წამოაყენა, ის დაიწყებს მძევლების დახოცვას. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცველებს ექნებათ მცდელობა შენობაში შემოსვლის, ეს დასრულდება ფატალურად მძევლებისთვის," - აცხადებს ირაკლი კვარაცხელია.
შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.