თავში

24 ივნისს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

24 ივნისს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
24 ივნისს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

2020 წლის 24 ივნისს თბილისში, ასათიანის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ სამი პირი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი "ქართული ოცნების" დეპუტატის შვილი, გიორგი კობალაძეა. 

2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ" , - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

უწყების ცნობით, გიორგი კობალაძე პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. 

მასთან ერთად დაკავებულია 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system