თავში

30 წლის ქალის სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გარდაცვლილის მეუღლე დააკავა - VIDEO

30 წლის ქალის სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გარდაცვლილის მეუღლე დააკავა - VIDEO
30 წლის ქალის სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გარდაცვლილის მეუღლე დააკავა - VIDEO

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, 30 წლის ქალის სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით მისი მეუღლე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქალზე ძალადობდა. ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებაზე საუბრობენ ოჯახის ახლობლებიც.

შსს-ში report.ge-ს გარდაცვლილის მეუღლის დაკავება დაუდასტურეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. დააკავეს. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system