თავში

81 წლის მოხუცის დაყაჩაღების ახალი დეტალები

81 წლის მოხუცის დაყაჩაღების ახალი დეტალები

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში, 81 წლის მოხუცის დაყაჩაღების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაზარალებულმა შობისთვის საქონელი გაყიდა და თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ მას სახლში ფული ჰქონდა. მათივე თქნით, თავდამსხმელებს თანხა ეცოტავათ, რის გამოც მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აწამეს. 

"გაყიდა საქონელი და სავარაუდოდ ვიღაცამ ეს შეიტყო და დააყაჩაღეს. დაზარალებულს წამების კვალი ეტყობა, როგორც თვითონ თქვა 500 ლარი ჰქონდა სახლში და ეს თანხა წაიღეს თავდამსხმელებმა. ორნი ყოფილან, როგორც ჩანს მეტს მოელოდნენ, მაგრამ მეტი არ ჰქონდა და ამის გამო გაუსწორდნენ.  იმედგი გვაქვს ეს საქმე მალე გაიხსნება", - აცხადებს ადგილობრივი. 

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system