თავში

84 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმე გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი

84 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმე გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი
84 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმე გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი

84 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მოხდა. 84 წლის ერესტო ღულელაური საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მან რამდენიმე დღის წინ საქონელი გაყიდა, მას შემდეგ თანასოფლელებს ის აღარ უნახავთ. სწორედ მეზობლებმა შეატყობინეს პოლიციას მოხუცის გაუჩინარების შესახებ, რომელიც მოგვიანებით სახლში მოკლული ნახეს.

დაკავებული 64 წლის მამაკაცია. სავარაუდოდ მან ერესტო ღულელაური დააყაჩაღა, შემდეგ კი მოკლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system