
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში, 81 წლის მოხუცი დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირებმა მამაკაცს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამ დროისათვის, შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.
როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.