თავში

აჭარაში ქრთამის აღებისათვის ოთხი საჯარო პირი დააკავეს

​აჭარაში ქრთამის აღებისათვის ოთხი საჯარო პირი დააკავეს
აჭარაში ქრთამის აღებისათვის ოთხი საჯარო პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. მათ ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილნი.

„დაკავებულებმა, რომლებსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ევალებოდათ ზედამხედველობა და კონტროლი, აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე რეაგირების არგანხორციელებისა და შესრულებული სამუშაოების აქტებზე ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა მოსთხოვეს“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system