თავში

აჭარაში უკანონო სახერხი საამქროები აღმოაჩინეს

აჭარაში უკანონო სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
აჭარაში უკანონო სახერხი საამქროები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაურეგისტრირებელი საამქროები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილსა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამონასტრევშია გამოვლენილი.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილსა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამონასტრევში.

მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

ორივე აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system