თავში

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კაცი დაჭრეს

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კაცი დაჭრეს
აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კაცი დაჭრეს

ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღით 40 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. 

დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით პაციენტი კონტაქტურია. 

თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, დაჭრილი სადაზღვეო კომპანია "ირაოს" თანამშრომელია, რომლის ფილიალიც აჭარის უმაღლესი საბჭოს მპირდაპირე მხარეს მდებარეობს. 

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინლასტიები მუშაობენ და სისხლის ნიმუშებს იღებენ. ადგილზეა დანაშაულის იარაღი - დანა. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღრული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system