თავში

"აიპლიუსის" მაღაზიის გაქურდვისთვის 17 წლის ბიჭი დააკავეს

"აიპლიუსის" მაღაზიის გაქურდვისთვის 17 წლის ბიჭი დააკავეს
აიპლიუსის მაღაზიის გაქურდვისთვის 17 წლის ბიჭი დააკავეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე "აიპლიუსის" გაძარცვისთვის პოლიციამ 2004 წლს დაბადებული პირი დააკავა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „აიპლუსის“ ფასადზე დამონტაჟებული მინის ვიტრინა, რის შემდეგ გ.რ. სავაჭრო ობიექტში შევიდა და მობილურ ტელეფონებს ფარულად დაეუფლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, შიდა ქართლში დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system