თავში

ახალგაზრდა კაცმა ყოფილი მეუღლე იძულებით წაიყვანა ტყეში, სცემა და მოკვლით დაემუქრა

ახალგაზრდა კაცმა ყოფილი მეუღლე იძულებით წაიყვანა ტყეში, სცემა და მოკვლით დაემუქრა
ახალგაზრდა კაცმა ყოფილი მეუღლე იძულებით წაიყვანა ტყეში, სცემა და მოკვლით დაემუქრა

სამართალდამცველებმა ბორჯომში ახალგაზრდა კაცი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ 31 წლის ზ.დ-მ სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს -1981 წელს დაბადებულ ი.დ.-ს, რომელიც იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა სოფელ დაბის მიმართულებით არსებული ტყისკენ, სადაც, ყოფით საკითხზე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system