თავში

ახალგაზრდა ქალი 15 წლის დას სექსმუშაკობას აიძულებდა

ახალგაზრდა ქალი 15 წლის დას სექსმუშაკობას აიძულებდა
ახალგაზრდა ქალი 15 წლის დას სექსმუშაკობას აიძულებდა

სამართალდამცავებმა ახლგაზრდა ქალი დააკავეს, რომელიც საკუთარ დას სექსმუშაკად მუშაობას აიძულებდა. გოგონა 15 წლის არის. საქმის მასალების მიხედვით ქალთან ერთად, ტრეფიკინგის საქმეში ჩართული იყო 50 წლამდე მამაკაციც, რომელიც ასევე არასრულწლოვანზე ძალადობდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ტრეფიკინგის სქემაში ჩართული იყო ტაქსის მძღოლიც, რომელსაც კლიენტებთან არასრულწლოვანი მიჰყავდა. მოზარდი ძირითადად სასტუმროებში და დღიურად ნაქირავებ ბინებში მიჰყავდათ.

სამართალდამცავებმა დააკავეს ტაქსის მძღოლიც.

დაზარალებული გოგონა ამ ეტაპზე სოცმუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ, სპეციალურ თავშესაფარშია გადაყვანილი.

ქალს, მის თანამზრახველ მამაკაცს და ტაქსის მძღოლს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system