თავში

ახალციხეში ძარცვისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ახალციხეში ძარცვისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს
ახალციხეში ძარცვისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ძარცვის ბრალდებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ, სავაჭრო ობიექტისმეპატრონეს გარკვეული ოდენობის თანხა და პროდუქცია წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2003 და 2004 წელს დაბადებულ ეჭვიტანილებს 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი პროდუქცია და თანხა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system