თავში

ახლობლების მტკიცებით, 18 წლის ბიჭი მოკლეს და ავარიის ინსცენირება მოაწყვეს

ავარიის ინსცენირება მოაწყვეს
ახლობლების მტკიცებით, 18 წლის ბიჭი მოკლეს და ავარიის ინსცენირება მოაწყვეს

ხელთუბანში დაღუპული 18 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაღუპულის ოჯახის წევრებმა ცხედრის ექსჰუმაციის შემდეგ ექსპერტიზის ახალი დასკვნა გაასაჯაროვეს. ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე ახალგაზრდა დაჭრილი იყო, 112-შიც თავად დარეკა და დახმარება ითხოვა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ ცხედარი სხვაგან წაიღეს და დანაშაულის დაფარვის მიზნით ისეთ ადგილზე დატოვეს, რომ მძღოლებს ვერ შეემჩნიათ.

ოჯახს ეჭვებს ის გარემოება უმყარებს, რომ საქმეში დევს დიდი ზომის დანა, რომელიც გამოძიებამ ცხედრის სიახლოვეს ნახა. ექსპერტიზითაც დადასტურებულია, რომ ცივ იარაღზე გარდაცვლილის სისხლია. მანქანის გადავლის ვერსიას გარდაცვლილის ტელეფონის ნომრიდან 112-ში დატოვებული რამდენიმე შეტყობინებაც გამორიცხავს. დაჭრილი მერებაშვილი დახმარებისთვის მეორედ რეკავს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მოულოდნელად კი 112-ის ოპერატორთან სატელეფონო საუბარი წყდება.

შემთხვევის დღეს თორნიკე მერებაშვილი ხელთუბანში მეგობრის სახლში იმყოფებოდა. საქმის მასალების მიხედვით, ახალგაზრდებს ერთმანეთთან დაპირისპირება სახლშივე მოუვიდათ. ამ ჩხუბის შემდეგ მერებაშვილი ადგილს ტოვებს და ცხედრის აღმოჩენამდე მისი კვალი იკარგება. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ 18 წლის ბიჭის სისხლის კვალი, გიორგი ტერმაკოზაშვილის სხეულზე აღმოაჩინეს, რომელიც გარდაცვლილთან ერთად იყო. მოწმე თავის ჩვენებაში კონფლიქტის მიზეზებს აღწერს, მაგრამ დანაშაულთან კავშირს გამორიცხავს.

არაერთი საეჭვო გარემოების მიუხედავად, პროკურატურამ სასამართლოში წაიღო საქმე, რომლის მიხედვითაც 18 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. გამოძიება ამტკიცებს, რომ დაახლოებით ხუთტონიანმა ტრანსპორტმა მამაკაცს ისე გადაუარა, რომ სხეულზე შესაბამისი კვალი არ დატოვა. ამ საქმეზე დაკავებულია ის მძღოლი, რომელმაც გზაზე უცხო მამაკაცის პოვნის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახა. გამოძიების ვერსიით, ზვიად კოჩუაშვილმა ტრასაზე პირქვე მწოლიარე ბიჭი ვერ შეამჩნია და დატვირთული ავტომობილით გადაუარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system