
ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსთან მდებარე მე-13 საუკუნის სამლოცველო დაარბიეს. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ხატები და საეკლესიო ნივთები.
სამლოცველოს დარბევის ეს უკვე მეორე ფაქტია. პირველად ეკლესია მიმდინარე წლის აპრილში დაარბიეს.
როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ფოტო: მაია იველაშვილი