თავში

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა პოლიციელი დაჭრა

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა პოლიციელი დაჭრა
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა პოლიციელი დაჭრა

ქობულეთში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა. 

არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო პირი ავტომობილს მართავდა, რა დროსაც ავარიაში მოჰყვა. შემთხვევის შემდეგ მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის ჯგუფი გამოიძახეს. აღნიშნულმა ფაქტმა მძღოლის გაღიზიანება გამოიწვია. ადგილზე მისულ სამართალდამცველს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system