თავში

"არასრულწლოვანმა ისროლა" - დედა-შვილის მკვლელობის ახალი დეტალები

"არასრულწლოვანმა ისროლა" - დედა-შვილის მკვლელობის ახალი დეტალები
არასრულწლოვანმა ისროლა - დედა-შვილის მკვლელობის ახალი დეტალები

მარნეულის სოფელ ახლოლალოში, ახალგაზრდა ქალისა და მისი 22 წლის შვილის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, გასროლა არასრულწლოვანმა 17 წლამდე ბიჭმა განახორციელა. მათივე თქმით, ნათესავებს შორის კონფლიქტი აქამდეც იყო.

"ისინი ბიძაშვილები იყვნენ, მათი მამები ძმები არიან. სროლის დროს დედა ჩაუდგა შუაში. მათ კონფლიქტი ჰქონდათ ერთმანეთში, მაგრამ კონკრეტულად რაზე უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს არ ვიცი. ორივეს არ უსვრია პატარა, 17 წლამდე ბიჭმა ისროლა", - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავსირებით შსს-მ 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system