თავში

არის თუ არა ავჭალაში მოკლული ნემსიწვერიძე ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი

არის თუ არა ავჭალაში მოკლული ნემსიწვერიძე ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი
არის თუ არა ავჭალაში მოკლული ნემსიწვერიძე ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი

გავრცელებული ინფორმაციით, ვალერიან ნემსიწვერიძე, რომელიც ავჭალაში, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს, ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ის პატიმრობიდან 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. 

არის თუ არა ვალერიან ნემსიწვერიძე ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აღნიშნულთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებმა კითხვა შსს-ს წარმომადგენელს, კახა მურადაშვილს დაუსვეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

მურადაშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system