თავში

არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - შსს-ს პრესსამსახური

არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - შსს-ს პრესსამსახური
არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - შსს-ს პრესსამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელმა ყველა მძევალი გაათავისუფლა.

შსს-ს განმარტებით, ღონიძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

"ყველა მძევალი არის თავისუფალი, შეტყპობინებისთანავე დაიწყეს სამართალდამცველებმა აქტიური მოქმედებები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება. არცერთი მძევალი აღარ არის ბანკის შენობაში. არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვადასხვა დანაყოფები მუშაობენ იმისთვის, რომ დასრულდეს სპეცოპერაცია წარმატებით", - განაცხადა რამდენიმე წუთის წინ შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა ყვარელში.

ცნობისთვის, ყვრელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძარცველი დაახლოებით დღის 15:30 საათზე შეიჭრა. ის ხელყუმბარიტ იყო შეიარაღებული და დაუზუსტებელი ინფორმაციით 12-მდე მძევალი ჰყავდა აყვანილი. თავდამსხმელი, სავარაუდოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system