თავში

ასელი დის ქმარმა გააუპატიურა - 26 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის ჩვენება

ასელი დის ქმარმა გააუპატიურა - 26 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე
ასელი დის ქმარმა გააუპატიურა - 26 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის ჩვენება

თბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს საქმეზე დაკავებული 57 წლის კაცი ირწმუნება, რომ ასელ აიტპაევასთან სექსუალური კავშირი ახალგაზრდა ქალის თანხმობით და სურვილით დაამყარა. - ბრალდებულის ჩვენებას "TV პირველი" ავრცელებს.

კაცი ჩვენებაში წერს, რომ სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ სააბაზანოში შევიდა, იქიდან გამოსულს კი ასელი საძინებელ ოთახში არ დახვდა.

გავედი აივანზე და ჩავიხედე ქვევით, ხრეშზე ესვენა ასელის გვამი. ის აივნიდან გადახტა, თუ გადავარდა, ვერ მოგახსენებთ - აცხადებს თოდუა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 26 წლის გოგოს გვამი ნახა, სასწრაფოდ ჩაალაგა ტანსაცმელი და ზუგდიდში წასვლას გეგმავდა.

კითხვაზე, რატომ არ დაურეკა არავის, ბესიკ თოდუა აღნიშნავს, რომ "შოკში იყო", "ეშინოდა, რომ თვითმკვლელობა მასთან არ დაეკავშირებინათ, რადგან სქესობრივი კავშირი ჰქონდა დამყარებული".

მე ასელს მამა-შვილურად ვექცეოდი, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია - ამბობს თოდუა.

დაკავებული დაკითხვისას სკანდალურ ჩვენენებას აძლევს და ამბობს, რომ ასელი დის ქმარმა გააუპატიურა და სწორედ ამიტომ მოიკლა ქალმა თავი. ჩემი აზრით, ასელმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ გააუპატიურა მისი დის ქმარმა, მურატმა, რაზეც ის სულ ტიროდა და ნერვიულობდა. ასევე მისი გადმოცემით, ამერიკაში შეყვარებული ჰყავდა - აცხადებს თოდუა.

შეგახსენებთ, 5 მაისს ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 26 წლის გოგო, რომელიც თბილისში გააუპატიურეს და მერვე სართულიდან სავარაუდოდ გადახტა, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევაა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა.

2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ასელ აიპაევა გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system