თავში

,,ასეთი დანაშაულის დამნაშავისთვის წარმატებით დასრულება მომავალი დანაშაულის წახალისებაა" - ბოკერია

,,ასეთი დანაშაულის დამნაშავისთვის წარმატებით დასრულება მომავალი დანაშაულის წახალისებაა" - ბოკერია
,,ასეთი დანაშაულის დამნაშავისთვის წარმატებით დასრულება მომავალი დანაშაულის წახალისებაა - ბოკერია

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

პოლიტიკოსის შეფასებით, დანაშაულის წარმატებით დასრულება დამნაშავისთვის, არის მომავალი დანაშაულის სახიფათო წახალისება.

მისი თქმით, მსგავს სიტუაციებში, შესაბამისი უწყებების მხრიდან საზოგადოებასთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. 

"ასეთი ამაზრზენი დანაშაულის წარმატებით დასრულება დამნაშავისთვის არის სახიფათო წახალისება მომავალი დანაშაულის.

არ გავაკეთებ არანაირ შეფასებებს პოლიციის ოპერაციის, რადგან გრძელდება ეს ოპერაცია და არც მაქვს ამბიცია, რომ სპეციფიკური ცოდნა მაქვს საპოლიციო ოპერაციების. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ავტომატურად, რომ ასეთი სტრესის დროს არასწორია, პერიოდულად არ ხდებოდეს კომუნიკაცია მედიასთან, საზოგადოებასთან, თუნდაც არ იყოს არსებითი სიახლე რამე. ყველა შემთხვევაში, ეს სჭირდება საზოგადოებას, ეს ნორმალური ამბავია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელისა და 3 მძევლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

შეიარაღებულმა პირმა, ხელყუმბარით ხელში, ბანკის შენობა, დაახლოებით ორი საათის წინ, სამ მძევალთან ერთად დატოვა.

თავდამსხმელს ჩაბარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი ავთო გალდავა, რომელმაც სხვა მძევლები ჩაანაცვლა.

გათავისუფლებული მძევლები კი პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

ზუგდიდში, სპეცოპერაცია დაახლოებით, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system