თავში

აშშ-ის მოქალაქე საქართველოში თაღლითობის მსხვერპლი გახდა

აშშ-ის მოქალაქე საქართველოში თაღლითობის მსხვერპლი გახდა
აშშ-ის მოქალაქე საქართველოში თაღლითობის მსხვერპლი გახდა

ზაზა პატარიძის და ვახტანგ კობეშავიძის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე თაღლითების დასჯას ითხოვს.

ადვოკატის ინფორმაციით სამშენებლო კომპანიამ იპოთეკით დატვირთა სხვისი კუთვნილი ქონება, რათა მშენებლობა დაესრულებინა. კაკაბაძის თქმით, ზაზა პატარაძემ 2006 წელს ხელშეკრულება გააფორმა ამხანაგობა "მარსსთან" და "ტექს" ჯგუფთან. 

აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი კორპუსი და 2 წელიწადში გადაეცათ ბინა მესაკუთრისთვის.  მიუხედავად იმისა, რომ ზაზა პატარიძემ სრულად შეასრულა თავისი ვალდებულება, მან კუთვნილი საცხოვრებელი ბინა ვერ მიიღო, რადგან მშენებლობა შეჩერდა. 2012 წელს მშენებლობა განახლდა და 2015-ში ის დასრულდა. 

ზაზა პატარიძე, რომელიც შშმ პირია და აშშ-ის მოქალაქე, დაბრუნდა სამშობლოში, გაარემონტა კუთვნილი ბინა და დაიწყო ცხოვრება, თუმცა შემდეგში აღმოჩნდა, რომ სამშენებლო კომპანიამ იპოთეკით დატვირთა სხვისი კუთვნილი ქონება, რათა მშენებლობა დაესრულებინა. უფლებადამცველი პროკურატურას მიმართავს, მისივე ინფორმაციით მოხდა დოკუმენტების გაყალბება. ადვოკატის აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, 75 000 აშშ დოლარის გადახდა უწევს.

წყარო: მედიაცენტრი "მთავარი"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system