თავში

ასპინძაში კაცი მოკლეს

ასპინძაში კაცი მოკლეს
ასპინძაში კაცი მოკლეს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში 46 წლის კაცი მოკლეს. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ დანაშაული შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინეს. ინციდენტს წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა. კაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლული შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მანქანით გადაადგილებისას, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავის ავტომობილს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულმა კი მის საცხოვრებელ ადგილს მიაკვლია. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system