თავში

ბაბო, გამიშვი, თორემ აქ მოკვდები-მეთქი, შემომხედა და წადიო - მძევალი

ბაბო, გამიშვი, თორემ აქ მოკვდები-მეთქი, შემომხედა და წადიო - მძევალი
ბაბო, გამიშვი, თორემ აქ მოკვდები-მეთქი, შემომხედა და წადიო - მძევალი

გუშინ, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მომხდარ ინციდენტს მძევლად მყოფი ადამიანები იხსენებენ. მათი თქმით, თავდამსხმელმა ტყვეობიდან ხნიერი ადამიანები თხოვნის შემდეგ გაათავისუფლა. ერთ-ერთი მძევალი ამბობს, რომ იატაკზე დიდხანს წოლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და თავდამსხმელს გათავისუფლება სთხოვა. 

"შემოვარდა, დაწექითო გვითხრა და დავწექით ყველანი, აგრესიულად იქცეოდა, ოპერატორის მაგიდას წიხლი კრა, კითხულობდა თანამშრომლებს, მოლარეს, მენეჯერს, მაგრამ იქ ხმას არავინ იღებდა. მერე გაისროლა, სროლის ხმაზე ისევ დავწექით და კარგა ხანს ვიწექით, ბოლოს მე ცუდად გავხდი, მანამდე ჩემსავით ხნიერმა ქალმა უთხრა გამიშვიო და ის გაუშვა, ვიფიქრე, ვთხოვ, იქნებ მეც გამიშვასთქო. ვუთხარი - ბაბო, გამიშვი, თორემ აქ მოვკვდები-მეთქი, მოტრიალდა, შემომხედა და წადიო, მითხრა" - ამბობს დაზარალებული. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system