
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სუპერმარკეტ "სპარის" ფილიალი გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობა კომენდანტის საათის დროს მოხდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ზარალი მიადგა ობიექტს.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.
როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.