თავში

ბაღის აღმზრდელმა 3 წლის ბავშვზე ფიზიკურად იძალადა

ბაღის აღმზრდელმა 3 წლის ბავშვზე ფიზიკურად იძალადა
ბაღის აღმზრდელმა 3 წლის ბავშვზე ფიზიკურად იძალადა

3 წლის ბავშვზე ბაგა- ბაღის აღმზრდელმა ფიზიკურად იძალადა. შემთხვევა 128-ე ბაგა ბაღში მოხდა.

როგორც ბაგა- ბაღის დირექტორმა report.ge-სთან საუბარში განაცხადა, პროცესში სამართალდამცველები ჩაერთნენ. ამოღებულია ვიდეო მასალა.

"პარასკევს საღამოს 16:30 საათზე ჰქონდა ერთ-ერთ მშობელს კამერების ნახვის სურვილი იმის გამო რომ ბავშვს ცხვირი ჰქონდა გაწითლებული. ჩანაწერის ნახვის შემდეგ გამოვიძახე პოლიცია. საქმეში ჩართულია საგამოძიებო უწყება. აღმზრდელი გავათავისუფლე სამსახურიდან",- განაცხადა 128-ე ბაგა-ბაღის დირექტორმა report.ge-სთან საუბარში  

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას ნიშნავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system