თავში

ბანკის ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა

ბანკის ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა
ბანკის ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა. 

„მძევალი უკვე აღარ ჰყავს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანხას იძახის. ისე, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სამართალდამცველებსა და მას შორის. ვნახოთ შედეგი, დაველოდოთ შედეგს. მარტო არის ახლა ბანკში თავად. ჯერ არაფერს ამბობს, მოლაპარაკება მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

უცნობია, რა სახის შეთანხმება შედგა თავდამსახმელთან და რის სანაცვლოდ გაათავისუფლა მან მძევლები. 

ყვარელში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც, სავარაუდოდ მედიისთვის კომენტარს გააკეთებს. 

ცნობისთვის, ყვრელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძარცველი დაახლოებით დღის 15:30 საათზე შეიჭრა

მომხდარზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, ტარება ყველა საჭირო და გადაუდებელი ღონისძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system