თავში

ბათუმში დააკავეს მამაკაცი, რომელიც მეუღლეს მოკვლით ემუქრებოდა

ბათუმში დააკავეს მამაკაცი, რომელიც მეუღლეს მოკვლით ემუქრებოდა
ბათუმში დააკავეს მამაკაცი, რომელიც მეუღლეს მოკვლით ემუქრებოდა

ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში 1968 წელს დაბადებული პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს და არასრულწლოვან შვილს სხვადასხვა დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2
ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ასევე, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system