თავში

ბათუმში ექიმის ცემისთვის ენმ-ს წევრი დააკავეს

ბათუმში ექიმის ცემისთვის ენმ-ს წევრი დააკავეს
ბათუმში ექიმის ცემისთვის ენმ-ს წევრი დააკავეს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, ჯუმბერ რეხვიაშვილის ცემის ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დააკავეს.

შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დავით გეგიაძეს კოვიდინფიცირებული პაციენტის ნახვა სურდა, თუმცა ექიმმა უფლება არ მისცა. აღნიშნულმა ფაქტმა დავით გეგიაძე გააღიზიანა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system