თავში

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა
ბათუმში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, გვანცა შარაძე აცხადეს,  მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, ლუდის კათხა და საფერფლე ესროლეს. 

"მე ვარ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და როდესაც ქუჩაზე ჩავიარე რაღაცები თქვეს ჩემზე, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება და წავედი. უკან რომ ვბრუნდებოდი, და იმავე ადგილს მივუახლოვდი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს მე და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, შემდეგ ლუდის კათხა და საფერფლე მესროლეს, რომელიც ხელზე მომხვდა. გამოვიძახე პატრული, მაგრამ სანამ მოვიდნენ ისინი უკვე გაქცეულები იყვნენ", - განაცხადა გვანცა შარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system