თავში

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის კარი ჩაამსხვრიეს

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის კარი ჩაამსხვრიეს
ბათუმში ნაციონალური მოძრაობის ოფისის კარი ჩაამსხვრიეს

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი ჩაამსხვრიეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა, თუმცა ფაქტის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

დილით ოფისში მისულ ოპოზიციური პარტიის წევრებს შენობის შუშის კარი ჩამსხვრეული დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება კრიმინალური პოლიცია. ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული. 

ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარს ისევ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო,რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system