თავში

ბათუმში ორი სუპერმარკეტის დაწვა სცადეს

ბათუმში ორი სუპერმარკეტის დაწვა სცადეს
ბათუმში ორი სუპერმარკეტის დაწვა სცადეს

ბათუმში, სუპერმარკეტ „ფარფურის“ ორი ფილიალის დაწვა სცადეს. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ, დაახლოებით დილის 06:00 საათზე დაუდგენელმა პირებმა სასურსათო მაღაზიის შუშა ჩაამტვრიეს და მაღაზიის დაწვა სცადეს.

რაც შეეხება მეორე მაღაზიას ვრცელდება სათვალთვალო ვიდეოკამერიდან ამოღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ იმავე ქსელის სხვა მაღაზიაში, კერძოდ აეროპორტის გზატკეცილზე, ნიღბიანი პირები შეიჭრნენ ობიექტზე და ცეცხლი გააჩინეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system