თავში

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს - განახლებულია

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს - განახლებულია
ბათუმში პოლიციელი დაჭრეს - განახლებულია

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს. შემთხვევა სავაჭრო ცენტრ "პლაზასთან" მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პოლიციელს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. მათივე ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციამ მოქალაქის მანქანა გააჩერა. თავდაპირველად მძღოლსა და პატრულ-ინსპექტორს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რის შემდეგაც მოქალაქემ სამართალდამცველს ჭრილობა მიაყენა. 

პატრულის დაჭრილი თანამშრომელი კლინიკაში სასწრაფო დახმარების მისვლამდე, კერძო მანქანით გადაიყვანეს. 

ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

როგორც report.ge -ს შსს-დან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. 

ბრალდებული ადგილზე დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system