თავში

ბათუმში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბათუმში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, სავალუტო ჯიხურის მფლობელზე თავდასხმის ფაქტზე 19 წლის ვ.ტ ცხელ კვალზე დააკავეს.- ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად დაესხა თავს, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 დანაშაული 5- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system