თავში

ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის ერთ პირი დააკავეს

ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის ერთ პირი დააკავეს
ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის ერთ პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ლ. ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურში ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცა ფული - 550 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს" - აცხადებენ შსს-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system