თავში

"ბიჭს ეძინა, შევიდა და ლოგინში დაარტყა ნაჯახი" - ხელვაჩაურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

"ბიჭს ეძინა, შევიდა და ლოგინში დაარტყა ნაჯახი" - ხელვაჩაურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
ბიჭს ეძინა, შევიდა და ლოგინში დაარტყა ნაჯახი - ხელვაჩაურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

ხელვაჩაურში სოფელ ჭარნალში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ მედიასთან მეზობლები საუბრობენ. მათი თქმით, მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები ნაჯახით მძინარე ცოლ-შვილს მიაყენა. 

ადგილობრივები ადასტურებენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მას პერიოდულად შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ უკანასკნელ პერიოდში დანიშნულ პრეპარატებს აღარ იღებდა.

"ბიჭს ეძინა ლოგინში, შევიდა და პირველი ლოგინში დაარტყა ნაჯახი. ბაღანა გამოვარდა და რომ გაიქცა, უკნიდან დაარტყა თავში. ფსიქიკური დაავადება ჰქონდა, წამლებს სვამდა და ამ ბოლო ხანს წამლები არ დაულევია, ალბათ დაარტყა და ვსო," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ალექსანდრე საგინაშვილი.

სოფელ ჭარნალში ჰყვებიან, რომ მამა-შვილი მშენებლობაზე ერთად მუშაობდა და საკუთარი სახლის რემონტს გეგმავდა, რადგან 21 წლის ახალგაზრდა ცოლის მოყვანას გეგმავდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. საგინაძეების ოჯახის 3 წევრის ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება. 

ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში 54 წლის კაცმა 43 წლის ცოლი და 21 წლის შვილი მოკლა, რის შემდეგაც თავი ჩამოიხრჩო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system