თავში

ბოლნისში მომხდარი მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს

ბოლნისში მომხდარი მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს
ბოლნისში მომხდარი მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს

19 ივნისს, ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს, - ამის შესახებ report.ge-ს შსს-დან აცნობეს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისში მომხდარი დაპირისპირებისას, რა დროსაც ერთი პირი სასიკვდილოდ დაიჭრა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ი.ჩ.-ც, რომელსაც თან ჰქონდა სამართალდამცველების მიერ ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბოლნისში კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system