თავში

ბოლნისში პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მიმდინარეობს

ბოლნისში პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მიმდინარეობს
ბოლნისში პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მიმდინარეობს

ბოლნისში, "ძალა ერთობაშიას" კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის ძმამ და 50-მდე პირმა ოპოზიციის წევრებს სცემეს. მათი თქმით, თავდამსხმელებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც უმისამართოდ ისროდნენ. შემთხვევა ჩაიხანაში მოხდა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის ინფორმაციით,სოფელში დაძაბული ვითარება დილიდან იყო, როცა "ქართული ოცნების" აქტივისტები პლაკატებს აკრავდნენ, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები მათ ხელს უშლიდნენ. 

ამჟამად, "ქართული ოცნების" ოფისთან აქტივისტები არიან შეკრებილნი, სადაც დაპირისპირება მოხდა. დაშავებულია მმართველი გუნდის რამდენიმე აქტივისტი. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system