თავში

ჩეხეთში ძებნილი საქართველოს მოქალაქე პოლიციას ჩაბარდა

ჩეხეთში ძებნილი საქართველოს მოქალაქე პოლიციას ჩაბარდა
ჩეხეთში ძებნილი საქართველოს მოქალაქე პოლიციას ჩაბარდა

პრაღაში ძებნილი საქართველოს მოქალაქე პოლიციას ჩაბარდა. ინფორმაციას ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში მივიდა.

საქმეზე გამოძიება სხეულის განსაკუთრებით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, პრაღის ცენტრში მომხდარი მძიმე დანაშაულისთვის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს, ბაჩუკი ჯალაღონიას ეძებდა. მას 29 წლის მამაკაცზე თავდასხმას ედავებიან, რომელსაც მძიმე დაზიანებები მიაყენა. ჯალაღნია ოქტომბრის შემდეგ მიმალვაში იმყოფებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system