თავში

ჩემი შვილი ისტერიულად ტიროდა, თუმცა თავდამსხმელები მაინც არ ჩერდებოდნენ - ვახო სანაია ძალადობის დეტალებს იხსენებს

ჩემი შვილი ისტერიულად ტიროდა, თუმცა თავდამსხმელები მაინც არ ჩერდებოდნენ - ვახო სანაია ძალადობის დეტალებს იხსენებს
ჩემი შვილი ისტერიულად ტიროდა, თუმცა თავდამსხმელები მაინც არ ჩერდებოდნენ - ვახო სანაია ძალადობის დეტალებს იხსენებს

"ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ნასვამი თავდამსხმელები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.

ვახო სანაია თავდასხმას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით, დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულზე.

"წუხელ, დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, წყნეთის ქუჩაზე, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, რათა შინ მივსულიყავით, ჩვენი მანქანა ვერ ამოვიდა, იყო მოყინული და გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური. ამასობაში, საიდანღაც იქვე, უბანში სამი ადამიანი გამოჩნდა, იმ უბნელები, სავარაუდოდ, ერთერთი ეცნო ჩემს მეუღლეს, მისი ყოფილი მეზობელი იყო. ყველანაირად ცდილობდა ერთერთი, რომ გამოვეწვიე, პროვოცირებდა, გამომყვა იმ დროს, როცა მანქანას ვაწვებოდით, ვეხმარებოდით მაშველებს. მიწვევდა, ვუთხარი, რომ დამანებე თავი, ჩემს საქმეს ვაკეთებ, რომ მანქანა ავიყვანო ჩემს ოჯახთან მეთქი, სამივე ნასვამი იყო, ჩამოიხსნა შარფივით რაღაც ნაჭერი, ქუდი გადაიხადა და მითხრა, კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა. ვუთხარი, საერთოდ ვერ გხედავ, ვაწვები მანქანას და თავი დამანებე-მეთქი.

ოდნავ მოშორებით გადაინაცვლა და იქედან დაიწყო გინება, შემდეგ შემოუარა ამ მანქანას უკნიდან, ზურგით ვიდექი და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით, მუშტებმოღებელი უნდა დამსხმოდა თავს, ინსტიქტურად გავიწიე უკან და ეს ადამიანი წაიქცა, მაგრამ მოყინული იყო და მეც წავიქეცი, წაქცეული როცა ვიყავი, ის დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. თავზე მაქვს დაზიანება, ხელებზეც, ფეხზეც. ამ დროს ჩემი მეუღლე და ჩემი რძალი გადმოვიდნენ მანქანიდან, რძალსაც აქვს დაზიანებები, მასაც დაარტყეს.

პირდაპირ აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ,"ტვ პირველის" მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთ-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გადმოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე", - ჰყვება სანაია.

მისი თქმით, ამ დროს მცირეწლოვანი ბავშვი ძიძას მანქანაში ჰყავდა, ის ტიროდა, თუმცა თავდამსხმელები მაინც არ ჩერდებოდნენ.

"ბავშვი ეჭირა ძიძას მანქანაში, წლის და ორი თვის არის, ისტერიკულად ტიროდა, შეეშინდა და მაინც არ ჩერდებოდნენ. მაშველები მოვიდნენ, ჩაერივნენ, შუაში ჩადგნენ და მთხოვეს, რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი, ჩამსვეს მანქანაში... დაინახეს, რომ ბავშვი იყო, ტიროდა, ქალები იყვნენ და ისევ მაინც იწევდნენ მანქანისკენ, ზედ გადაუარეს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს. რძალმა დარეკა საპატრულო პოლიციაში, მოვიდნენ და იქვე დააკავეს ესენი და ჩვენ გადაგვიყვანეს გამოკითხვაზე", - ამბობს სანაია.

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაშ მყოფი პირები თავს დაესხნენ.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system