თავში

"ჩემს კორპუსთან ბიჭი დანით გამეტებით დაჭრეს" - ალეკო გვეტაძე

"ჩემს კორპუსთან ბიჭი დანით გამეტებით დაჭრეს" - ალეკო გვეტაძე
ჩემს კორპუსთან ბიჭი დანით გამეტებით დაჭრეს - ალეკო გვეტაძე

თბილისში, დიდ დიღომში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ალეკო გვეტაძე ავრცელებს.

მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და პოლიცია.

"S.O.S! როდესაც სახლში მშვიდად ყოფნა გინდა ადამიანს და ირგვლივ ულმობელი სიგიჟე სუფევს. ჩემს კორპუსთან ბიჭი შელაპარაკებისას დანით გამეტებით დაჭრეს. გადარჩება. უბრალოდ საშიშია უკვე ცხოვრება.

ადგილი - დიდი დიღომი, მესამე მიკრო, მირიან მეფის ქუჩა. მეტი არაფერი ვიცი. სასწრაფო, პოლიცია ადგილზეა...", - წერს ალეკო გვეტაძე სოციალურ ქსელში.

report.ge დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system